ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს
06-02-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და კითხვის კულტურას ასწავლიან. 

5 თებერვალს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს და გაიაზრეს ზღაპრები.

მაღალი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობები, უპასუხეს კითხვებს, დაახასიათეს პერსონაჟები, დაასახელეს მოთხრობაში გამოყენებული მეტაფორები, გაავლეს პარალელები. 

კითხვის საერთაშორისო დღემ ნაყოფიერად და საინტერეოდ ჩაიარა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...