
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართული კალიგრაფიის ხელოვნების შემსწავლელი კურსი ჩაუტარდათ.
მე-4ა კლასის მოსწავლეები IQ-კალიგრაფის აკადემიას სტუმრობდნენ, სადაც ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას ეზიარნენ.
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ვერცერთი გასვლითი გაკვეთილი და ვერცერთი ხელოვნების სივრცე ვერ გადასწონის ეროვნულ განძთან ურთიერთობით ტკბობას. „იქმენინ ნათელი“, მშვენიერო ენავ ქართულო!“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში და ქართული კალიგრაფიის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: