ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს 
06-02-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

შესაბამისად,  სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

მოსწავლე-მასწავლებლები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში – კითხულობდნენ საყვარელ წიგნებს, აზიარებდნენ შთაბეჭდილებებს და განიხილავდნენ საინტერესო თემებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ დღემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კითხვის მნიშვნელობას, როგორც ცოდნისა და წარმოსახვის განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულისა და კითხვის კულტურის გაძლიერებას, რაც მათი განათლებისა და პიროვნული განვითარების განუყოფელი ნაწილია“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ელენე გაბეშია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...