ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერსონალური ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
06-02-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო აქტივობებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით, დიდი ყურადრება ექცევა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის გაზრდას. 

28 იანვარს სკოლაში პერსონალური ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში, მოსწავლეებმა, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობაზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სპეციალური აქტივობა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შექმნეს ფლაერები და საინფორმაციო ფურცლებზე ასახეს ისეთი მნიშვნელოვან საკითხები, როგორიცაა:

  • როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები ინტერნეტში;
  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ონლაინ სივრცეში;
  • უსაფრთხოების მარტივი წესები, რომლებიც ყველას უნდა გვახსოვდეს.

„ფლაიერები სასკოლო სივრცეში განაწილდა, რათა ჩვენი საზოგადოება გაცნობოდა და კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე“,- გვეუბნებიან სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

„მოდით, ერთად გავაძლიეროთ ჩვენი ციფრული უსაფრთხოება! პირადი მონაცემების დაცვა ყველასთვის მნიშვნელოვანია – ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე! “,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203