
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასელთა ფიზიკის სპეციალური გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმათა.
გაკვეთილის თემა გახლდათ - „ფიზიკისა და მეცნიერების განვითარება“.
მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც ფიზიკისა და მეცნიერების განვითარების ეტაპები აღწერეს.
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი სირანუშ ოვსეპიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო: