საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა სპექტაკლად ქცეული „ანა ფრანკის დღიური“ თეატრის სცენაზე ნახეს
06-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის სასწავლო თემის საფუძვლიანად სწავლებისთვის თეატრალურ ხელოვნებას მიმართეს.

როგორც სკოლა-გიმნაზიაში გვეუბნებიან, მე-6, მე-6 (დამრიგებელი სალომე ნოზაძე) და მე-7 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი შორენა ოქრიაშვილი) თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“.

მოზარდებმა სცენაზე ნახეს წინასწარ განხილული და შესწავლილი, სპექტაკლად ქცეული ნაწარმოები, სახელწოდებით - „ანა ფრანკის დღიური“ და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203