ჩაისუბნის საჯარო სკოლაში ენის ლაბორატორია მოეწყო
06-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში ტექნიკურად აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე მოეწყო. ენის ლაბორატორია მოიცავს საკლუბო, არაფორმალური განათლებს მიმართულებით მუშაობას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში ჩაისუბნის საჯარო სკოლამ მოიპოვა გრანტი, რომელიც წარდგენილი პროექტის თანახმად სკოლაში ენის ლაბორატორიის მოწყობას ითვალისწინებდა.

„სრული ტექნიკური და ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის მქონე თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა, ვთვლით რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის სკოლებისთვის და არის უდიდესი შესაძლებლობა თავი უკეთ გამოავლინონ, როგორც მოსწავლეებმა, ასევე პედაგოგებმა. მოგვეცა საშუალება დავნერგოთ კლუბური და არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობა. სასწავლო პროცესი გავახალისოთ შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსით. განვახორციელოთ ინტერდისციპლინარული თუ სკოლებს შორის თანამშრომლობითი პროექტი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს

„მადლობას ვუხდით ასევე იმ ერთგულ კურსდამთავრებულებს, რომელთა დახმარებითაც ლაბორატორიისთვის განკუთვნილი სივრცე გარემონტდა“,- დასძენენ სკოლაში. 

აღნიშნული პროექტი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გრძელდება და ენის ლაბორატორია სასკოლო საზოგადოებას არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...