
ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
„ჯანმრთელობა და ბედნიერი მე!“ - ეს იყო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის მე-6 კლასელების პროექტი ბუნებისმეტყველებაში, რომელზეც მოსწავლეებმა დიდი შემართებით იმუშავეს.
ბავშვებმა გაითავისეს, რომ ჯანმრთელი ადამიანი ენერგიულია, შეუძლია სრულად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მიაღწიოს წარმატებას.
პროექტი საინტერესოდ, ხალისიანად წარიმართა და გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით.
აღსანიშნავია, რომ შუაგორას საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: