ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი პროექტებითა და საგანამანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერესო სასწავლო პროექტზე - „ენერგიის წარმოება და დაზოგვა“.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სალხინოს ტერიტორიაზე 1953 წელს გახსნილი ჰესი მოინახულეს. მოსწავლეები გაეცნენ ელექტროენერგიის მიღებისა და დაზოგვის პროცესებს.
ჰესისა და სამუშაო პროცესის დათვალიერება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოზარდებმა თემა სიღრმისეულად შეისწავლეს და ენერგიის წარმოებისა და დაზოგვის შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს.
იხილეთ ფოტოები: