ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას და მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, სალხინოს საჯარო სკოლის მე- 8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე იმუშავეს პროექტზე -„სქოლიოზი და მასთან დაკავშირებული პრობლემები“.
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო.
მოსწავლეებმა თავად შექმნეს რესურსები და ისაუბრეს ხერხემლის გავრცელებულ პრობლემებზე მოზარდ თაობებში.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი სოფიო ეფრემიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: