სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი
08-03-2025

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია დახმარება საკვები პროდუქტებით, რომელსაც ბენეფიციარები აღდგომის დღესასწაულისთვის მიიღებენ.

დოკუემნტში ვკითხულობთ, რომ გაიცემა „სადღესასწაულოდ (აღდგომა) საციალურად დაუცველ ოჯახებზე, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარი 18 წლამდე ბავშვებისათვის, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე მძიმე-სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, კვების პროდუქტებით დახმარება, თითოუელ ოჯახს არაუმეტეს 100 ლარის ღირებულისა“.

მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ა(ა)იპ-წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიური ცენტრის მომართვა, რომელსაც თან უნდა ახლდეს ბენეფიცართა სია;

დ) მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის შუამდგომლობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...