„გაზაფხული ქაღალდით“- რგანის საჯარო სკოლაში გამოფენა მოეწყო
26-11-2019
ჭიათურის, რგანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სკოლაში გამოფენა - „გაზაფხული ქაღალდით“ მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნაკეთობები, რომლებიც ხელოვნების გაკვეთილებზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა თეკლა ვეშაპიძემ და მარიამ გველესიანმა, პედაგოგ ფატმან ბურჯანაძის ხელმძღვანელობით შექმნეს.
გამოფენაზე დაწყებითი კლასების პედაგოგის სულიკო ლაშხის მოსწავლეების მაია სამხარაძის (მე-3 კლასი), მარიამ უფლისაშვილის (მე-3 კლასი), თეკლა ვეშაპიძისა (მე-4 კლასი) და მარიამ გველესიანის (მე-4 კლასი) ხელნაწერები და აპლიკაციებიც გამოიფინა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის ზურაბ ვეშაპიძის ნახატები და პლასტელინით ნაძერწი ნაკეთობები - სხვადასხვა რეალური თუ მითიური ცხოველები.
გამოფენა მე-4 კლასის მოსწავლემ თეკლა ვეშაპიძემ გახსნა, რომელმაც ფორტეპიანოზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.
„გამოფენამ დიდი სიამოვნება მიანიჭა დამთვალიერებლებს - სკოლის პედაგოგებს, პერსონალს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს