
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის მოსწავლეების ყურადღების მიღმა არ დარჩენილია ანა კალანდაძის საუკუნოვანი იუბილე.
პოეზიის დეოდოფლის 100 წლის იუბილეს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ანა კალანდაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, მუსიკის ფონზე წაიკითხეს პოეტის უკვდავი ლექსები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მხატვრულად და შინაარსობრივად დატვირთული იყო.
„სკოლის ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა“,- ასე აფასებენ ღონისძიებას მოსწავლე-მასწავლებლები.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ელდინო იობაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: