
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი გასვლითი ღონისძიებებით.
ახლახან, გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Iა (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) და Iბ (დამრიგებელი ქეთი მოსულიშვილი) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი სახელწოდებით - „მელაკუდას ოინები“ და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: