
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მიდგომა მოსწავლეთა დიდი ინტერესს იწვევს, მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და რაც მთავარია, მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება, რაც თანამედროვე სამყაროში მეტად მნიშვნელოვანია.
ახლახან, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგმა - ვალერი ჩიტაურმა, მოსწავლეებთან ერთად, საგნის - „პროექტული სწავლება სამოქალაქო განათლებაში“ ფარგლებში, მოამზადა პროექტი სახელწოდებით - „მთას ვუბრუნდებით შვილები“.
პროექტის მიზანი იყო ბავშვებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვიძება, მთის კულტურისა და ამ კუთხეში მოღვაწე პოეტების ცხოვრების გაცნობა.
სწორედ ამ მიზნით ეწვივნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგი ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ - მუზეუმს, სადაც ჩაატარეს პროექტის დასკვნითი ღონისძიება.
ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: