ქუთაისის №32 სკოლის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძე გეიმიფიცირებულ პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
04-02-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან, დიდი შემართებით მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, სკოლის  მე-10 კლასის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძე სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ მიერ შემუშავებულ გეიმიფიცირებულ პროგრამაში - „სამოქალაქო განათლების ჩემპიონები“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მე-10 კლასელისთვის წარმატებით დასრულდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში - „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამაზე“ გამოცხადებული ლიდერ მოსწავლეთა კონკურსი. ავთანდილ დეკანოიძის სახელობის N32 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასის მოსწავლე ანასტასია ჩოგოვაძემ გაიმარჯვა კონკურსში და შექმნა სამოქალაქო განათლების კლუბი - „მუდმივი მოძრაობა“.

სამი თვის განმავლობაში როგორც კლუბის ლიდერი ხელმძღვანელობდა გუნდს, გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა აქტივობას. იწვევდა სტუმრებს, ატარებდა ვორქშოპებს უფლებების თემაზე, მედიაწიგნიერებაზე და ა.შ.

საზეიმო ცერემონიალზე კი მას მადლობის სიგელი გადაეცა.

სკოლაში ანასტასიას გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ანასტასის წარმატებულ ლიდერობას და დაჯილდოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი მაია დვალი გახლავთ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კი ნანა მარღანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203