„პირველობას არ ვთმობთ!“ - ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
04-02-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, ახალგაზრდების მიღწევები კი საამაყო. 

დირექცია და პედაგოგები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ, მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

26 მაისს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნასთან დაკავშირებით, ქუთაისში გაიმართა შეჯიბრება მძლეოსნობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები. VII კლასის მოსწავლე მარიამ კვარაცხელიამ წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. მოსწავლის პედაგოგი - გოჩა სულამანიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - ნათია მელქაძე.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და მრავალ გამარჯვებას ულოცავენ. 

ბრწყინვალედ იასპარეზა ქუთაისის N24 საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ტურნირში. ტურნირში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 38 გუნდი მონაწილეობდა. ქუთაისის N24 სკოლის ფეხბურთელმა გოგონებმა პირველი ადგილი მოიპოვეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს. 

პირველობას არ თმობს სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდიც. გოგონები სპორტული შეჯიბრიდან ოქროს მედლებითა და თასით დაბრუნდნენ.  

გუნდში ირიცხებიან: ანასტასია ნიქაბაძე, მარი სალდაძე, მარი როგავა, მარიამ კირთაძე, მარი გრიგალაშვილი, ნინი გვენეტაძე, ნათია ლომიძე, ნენე გვენეტაძე, რუსო ლომიძე და ნინო ფილიშვილი.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებლები - გოჩა სულამანიძე და ზაალ ჯამბურიძე არიან, რომლებიც მოზარდების ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

„მადლობა, ხელბურთელ გოგონათა გუნდის წევრებს თავდადებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203