თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, STEM კლუბის ფარგლებში, ქარის ტურბინის მოდელი შექმნეს 
04-02-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციასა და ახალი მიდგომების დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.

სკოლაში შექმნილია STEM კლუბი, რომლის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება.

ახლახან კი, საკლუბო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ქარის ტურბინის მუშაობის პროცესს და საკუთარი ხელით ააწყვეს ქარის ტურბინის მოდელი.

კლუბს მასწავლებელი გიული ხარხელი ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203