ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ტრადიციადაა ქცეული მასწავლებლებისთვის სხვადასხვა სახის კონფერენციების შეთავაზება, სადაც პედაგოგები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ამ კონფერენციის მიმართულება იყო პროექტული სწავლება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კუჭარნის სკოლის მასწავლებლებმა - დიანა მიქაურიძემ და ნათელა ჩიტრეკაშვილმა.
მათ კოლეგებს გააცნეს განხორციელებული პროექტები. მათმა პრეზენტაციებმა დამსწრე კოლეგების მოწონება დაიმსახურა.
პედაგოგებს გადაეცაც შესაბამისი სერტიფიკატები.
„მადლობა, ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრა და მის უფროსს ქალბატონ ქეთევან ჭიპაშვილს, ასეთი აქტივობებისთვის, სადაც შეუძლიათ პედაგოგებს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება“,- აღნიშავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: