
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები, გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან განათლებას, ასევე აქტიურად ზრუნავენ მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე.
ახლახან კი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა - ნათია მეფარიშვილმა და ელენე სიხარულიძემ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული 20- საათიანი ტრენინგი გაიარეს, რომლის თემა გახლდათ - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“.
მასწავლებლებმა საკითხში ცოდნა აიმაღლეს და სერტიფიკატითა და სასაჩუქრე პაკეტით დაჯილდოვდნენ.
პედაგოგები საინტერესო ტრენინგში ჩართულობისთვის მადლობას უხდიან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს - თამარ ალადაშვილს.
აღსანიშნავია, რომ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.