ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „მთიელები“ ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატს შეუერთდა
03-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩხაკოურას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში ახალისებენ, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და საგანმანათლებლო პროექტებში დიდი შემართებით მონაწილეობენ. 

1 თებერვალს, ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „მთიელები“ შეუერთდა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატს ეკოლოგიასა და სატყეო განათლებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გურიის მხარის სკოლები. 

ჩემპიონატი ჩატარდა პროექტის ECO.Georgia-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი გათვლილი იყო VI, VII, VIII კლასის მოსწავლეებისთვის.

გუნდს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნათელა ირემაძე, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203