
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები საინტერესო და სახალისოა.
პედაგოგები პატარების სასწავლო შემართებაზე განსაკუთრებულად ზრუნავან და სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ამის ნათელი მაგალითია პირველი საანბანო გაკვეთილი, რომელიც საინტერესო აქტივობებით წარიმართა.
ქართული ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა. კლასში საზეიმო განწყობა იყო.
გაკვეთილი დაიწყო თამაშით - „მოგზაურობა ანბანეთში“. მოსწავლეებმა რუკის დახმარებით
მოძებნეს და და იპოვეს „ანბანეთის“ პირველი მეგობარი - ასო-ბგერა „ა“.
მოსწავლეები ასო-ბგერის გამოსახვას შეეცადნენ, გააფერადეს გასაფერადებლები და გაასულიერეს თავიანთი „ახალი მეგობარი“.
დახატეს ხელები, ფეხები, თვალები და სხვა სხეულის ნაწილები. მშობლებთან ითამაშეს თამაში - „გამოიცანი ხმა“. მშობლებმა „ა“ ასო-ბგერაზე დაწყებული სიტყვები წარმოთქვეს, ხოლო მოსწავლეებმა ამოიცნეს თუ ვისი დედა იყო.
იხილეთ ფოტოები: