ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებას პედაგოგები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ და ახალისებენ მათ ჩართულობას სხვადასხვა პროექტსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან, დასრულდა საერთაშორისო პროექტი - Call To Earth Day, სადაც სხვადასხვა ქვეყნების სკოლებთან ერთად, კახეთიდან კუჭატნის სკოლაც იყო ჩართული ინგლისური ენის მასწავლებლის - დიანა მიქაუტაძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბევრი ახალი ინფორმაცია მოიძიეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
„მადლობა CNN-ს პროექტში ჩვენი ჩართვისთვის. დარწმუნებული ვარ სწორედ ასეთ პროექტებში ჩართულობა შეუწყობს ხელს ჩვენს მომავალ თაობას აუმაღლდეთ გარემოსდაცვითი ცოდნა. დედამიწა ხომ ყველა ჩვენგანის სახლია! მადლობა სკოლის დირექტორს ნინო მელქოშვილი და სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს - დავით თედეიშვილს გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: