საინტერესო ღონისძიებებითა და პროექტებით გაჯერებული სასწავლო პროცესი ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში
03-02-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯარებულია საგანმანათლებლო თავგადასავალებით. 

სკოლა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სასკოლო ღონისძიებებს.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად შეაჯამეს გასული სასწავლო წელი. მოსწავლეებმა ისაუბრეს გამორჩეულ პროექტებსა და ღონისძიებებზე. მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საშემოდგომო და საახალწლო ღონისძიება, სასწავლო პროექტებიდან გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებული პროექტები.

მოსწავლეები დიდი შემართებითა და მოტივაციით ემზადებიან მოახლოებული ღირშესანიშნავი დღეების სახეიმოდ აღსანიშნავად და გეგმაც დაისახეს. 

მათ სასკოლო საზოგადოებას წარმოუდგინეს პრეზენტაცია, განვლილი სასწავლო წლის ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავს მათ საინტერესო სასკოლო ცხოვრებას.

აღნიშნულ ღონისძიებებსა  და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, მშობლები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან მირანდა მოლაშხია, მზევინარ ქობალია, თამარ  მაქაცარია, ასმათ ბერულავა.

„სკოლისთვის პრიორიტეტია სწავლა-სწავლების პროცესის ორიენტირება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე; მის ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროცესის დანერგვა .შესაბამისად მოსწავლეები არიან აქტიურად ჩართულები სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...