ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტში საჯარო ლექცია მოისმინეს  
03-02-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარადაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და ინიციატივებში, წარმოაჩენენ ცოდნას და შეიმეცნებენ ახალს.

ახლახან, სკოლის მოსწავლეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაესწრენ საჯარო ლექციას თემაზე - წრის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები.

ლექცია KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა წაიკითხა.

მონაწილეებს არა მარტო მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღების, არამედ თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203