
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივებით ანებივრებენ.
ახლახან, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - იადონა ზედგინიძემ მე-8 კლასში ჩაატარა კალიგრაფიის კონკურსი.
მასწავლებლის თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების ეპოქაში მოსწავლეები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ კალიგრაფიას.
„ჩემი მიზანია, დავაინტერესო მოსწავლეები წერის დახვეწილი კულტურით, ლამაზად წერის მცდელობა მოსწავლეს უვითარებს სხვადასხვა უნარს - კერძოდ ნებისყოფას, მოწესრიგებულობას და ა. შ“,-გვეუბნება პედაგოგი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკონკურსო დავალებას.
ნამუშევრები შეამოწმეს სკოლის დირექტორმა - ნათია კაპანაძემ და მოადგილემ - ნატო ვანაძემ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - ანრი ხარაბაძემ დაიმსახურა, მეორე ადგილზე - არჩილ მარკოიძეზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მზია ჭელიძემ დაიკავა.
სკოლაში მადლობას უხდიან იადონა ზედგინიძეს საინტერესო ღონისძიებისთვის და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: