ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-8 კლასელები სასწავლო კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ 
03-02-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახლახან, სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „ქი ქონსალთინგის“ ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში.

საკონფერენციო თემა იყო - „სოციალური მედიის გავლენა თაობებზე.

კონფერენციაზე მომხსენებლებად წარდგნენ - საბა პატარიძე, ანა კურტანიძე და თამარ ფხაკაძე. 

მოსწავლეები ღონისძიებაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს.

VIII კლასის მოსწავლეთა პედაგოგი მარიამ რობაქიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203