
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, IIა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მზია ჯაფარიძე)საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალება შეასრულეს.
საგაკვეთილო თემის - „საოცარი ბავშვები“ შესწავლის შემდეგ მათ შექმნეს პოსტერები და მოძიებული ნივთებით დაამზადეს სათამაშოები.
პოსტერის შექმნისას გაიხსენეს ნასწავლი ტექსტები, შესაბამისი ნახატებით გააფორმეს, აღნიშნეს, თუ რა უყვარდათ და სურდათ ბავშვებს.
მოსწავლეებმა მთელი მონდომებით იმუშავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, აქტივობა მეტად საინტერესო და სახალისო იყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პოსტერების შექმნა მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: