„ფოთლებით გაცოცხლებული ამბები“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწვალეებს ორი საგნის ინტეგრირებით სახალისო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ 
03-02-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართევან და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

მათ შორს აღსანიშნავია, ლალი მურადაშვილის ორგანიზებული სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი თავისუფალ თემაზე. გაკვეთილი ორი საგნის - ქართულისა- ხელოვნების ინტეგრირებით ჩატარდა. 

თავისუფალ თემად კი შეირჩა - „ფოთლებით გაცოცხლებული ამბები“. 

გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა წარმოსახვითი უნარის განვითარებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების წახალისებას, მოვლენების დაკავშირების, თანმიმდევრულობის, პრეზენტეციის უნარების განვითრებას. 

მეორე- მესამე კლასის მოსწავლეებმა ფოთლებზე დატანილი მოვლენები განავრცეს და მოვლენათა თანმიმდევრობით შეადგინეს საინტერესო თხზულებები.

„ასე ვხალისობთ ჩვენ - ბავშვების ფანტაზიას საზღვრები არ აქვს“,- აღნიშნავს მასწავლებელი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203