
თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო პროექტებით, საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, მე-9 კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე - „როგორ ვმართოთ ბრაზი?“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, მოამზადეს კედლის გაზეთი.
მოსწავლეებმა თემის შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია მოიძიეს, შეაჯარეს კედლის გაზეთზე დაიტანეს და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
„ბრაზი არის ერთ-ერთი ძირითადი ემოცია. ის ისეთივეა, როგორც: სიხარული, შიში, გაოცება, სევდა. საზოგადოებაში მიღებულია, რომ ბრაზი არის რაღაც არასწორი… სინამდვილეში ყველა ადამიანი პერიოდულად ბრაზდება. ეს არის ჯანმრთელი რეაქცია გარკვეულ სიტუაციებზე…“,- აღნიშნეს მოსწავლეემა.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
პროექტზე მოსწავლეებმა პედაგოგ გიული ხარხელის ხელმძღვანელობით იმუშავეს.
იხილეთ ფოტოები: