განსაკუთრებული გარემო, იატაკზე მოკალათებული პატარები და ტკბილეული - კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი გაკვეთილი 
30-01-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ლანა ცირამუა სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და მიდგომას მიმართავს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე, ჩართულობასა და სასწავლო შემართებაზე აისახება. 

სულ ახლახან, პედაგოგმა მოსწავლეებს უჩვეულო გაკვეთილი შესთავაზა.

იატაკზე მოკალათებულმა, ტკბილეულითა და სასუსნავებით პირჩატკბარუნებულმა ბავშვებმა, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „ოთხი სურვილი“ მოისმინეს.

„მოთხრობის გარშემო ბევრი ვისაუბრეთ, მეტიც წელიწადის დროებზე დიდხანს და გატაცებით იმსჯელეს“,- გვიყვება პედაგოგი. 

ამ განსაკუთრებულმა გარემომ გაკვეთილი არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ დაუვიწყარიც გახადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203