უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობდნენ
30-01-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში დიდი შემართებით მონაწილეობენ. 

29 იანვარს, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ელისო შურღაიას ინიციატივით, სენაკის დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონკურსი - „ვინ უკეთ იცნობს პოეზიის დედოფალს?“.

კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203