„ქრონიკები ქუთაისის ისტორიიდან“ - ქუთაისის N4 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
30-01-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა სასწავლო პროექტი „ქრონიკები ქუთაისის ისტორიიდან“.

პროექტზე მოსწავლეებმა საგნის - ჩვენი საქართველო შესწავლისას, პედაგოგ ქეთევან კობეშავიძის ხელმძღვანელობით იმუშავეს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, ისაუბრეს ფაქტებსა და მოვლენებზე როგოც წარსულიდან, ასევე ქუთაისის თანამედროვე ცხოვრებიდან. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემქცნებითი აღმოჩნდა, ბევრი ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაცია მოიძიეს ქალაქის შესახებ და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203