აშკალის საჯარო სკოლაში კალიგრაფიისა და მინიატურების კონკურსი ჩატარდა
30-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. შესაბამისად, პედაგოგები მოსწავლეებს, ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

27 იანვარს, აშკალის საჯარო სკოლის ხელოვნების უფროსმა მასწავლებელმა, გოჰარ მაზმანიანმა, კალიგრაფიისა და მინიატურის კონკურსი ჩაატარა. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს აქცენტი გააკეთებინა ტრადიციული კალიგრაფიის ტექნიკასა და მცირე ზომის რელიგიურ ტექსტებზე. მოსწავლეებმა ნამუშევრები შეასრულეს ქაღალდის ფურცლებზე ფერადი ფანქრებით, წყლის საღებავებით და ფლომასტერებით.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მასწავლებლებმა შეაფასეს ნახატები და გამოავლინეს საუკეთესო ნამუშევრები. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს ფასიანი პრიზები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...