ლანჩხუთის N1 სკოლის V კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუამ მათემატიკის კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით, II ადგილი დაიკავა
29-01-2025

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვდასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად სკოლაში V კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ ჯოჯუას წარმატებას აღნიშნავენ, მოსწავლემ „კინგსის“ მათემატიკის კონკურში, ქვეყნის მასშტაბით, II ადგილი დაიკავა. მას ორგანიზატორებმა სიგელი და საჩუქარი გადასცეს.

ნიკოლოზს მათემატიკასა და უცხო ენაში აქამდეც ჰქონდა წარმატებები, როგორც „კინგსი საქართველოს“, ასევე „ევერესტის“ კონკურსებში, სადაც ოქროსმედალოსანი გახლავთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203