გუმბათის საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მოტორული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საინტერესო პროექტი დაიწყო
29-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მოტორული უნარების (წვრილი და მსხვილი მოტორიკა) განვითარებას. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველი შეხვედრა განსაკუთრებული ინტერესითა და სიხარულით წარიმართა. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა ითამაშეს სხვადასხვა თამაში, რომლებიც მოტორული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. 

აქტივობების მიზნებია:

  •  თვალისა და ხელის კოორდინაციის გაუმჯობესება; 
  •  ფოკუსირებისა და კონცენტრაციის გაძლიერება; 
  • მოთმინებისა და ყურადღების განვითარება.

„გვჯერა, რომ ეს აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეების პიროვნულ და აკადემიურ ზრდას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

პროექტის ორგანიზატორია ცირა კახაძე, პროექტში ჩართული მასწავლებელი კი ციურ შავაძე გახლავთ. 

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მაღალკლასელებს - ნუცი ძირკვაძეს, ზეინაბ ადაძესა და ლიზი ბერიძეს დახმარებისთვის. 

„გაგრძელებას მოუთმენლად ველით!“ ,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203