ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლეებმა კარატეში, კასპის ღია ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს 
29-01-2025

ლანჩხუთის N1 სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ამჯერად სკოლაში, მოსწავლეების - ლუკა აბაშიძის, იაგო აბაშიძისა და ნატა ლორიას სპორტულ წარმაყებას აღნიშნავენ. 

21-22 დეკემბერს ქალაქ კასპში გაიმართა ღია პირველობა სპორტულ კარატეში, სადაც 350 მონაწილეს შორის ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან 16 კარატისტი მონაწილეობდა.

ლანჩხუთელებმა შესძლეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მოპოვება. პრიზიორებს შორის არიან ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მე-3 კლასელმა ლუკა აბაშიძემ 8-9 წლიან ასაკობრივ ჯგუფში ოქროს მედალი დაიმსახურა, მისმა უფროსმა ძმამ მე-6 კლასელმა იაგო აბაშიძემ (10-11 წლიანები) ბრინჯაო. მე-8 კლასელმა ნატა ლორიამ (12-13 წლიანები) კი ბრინჯაო.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, გამარჯვებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს წარმატებულ ასპარეზობას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203