პოეზიის დიდი ზეიმი - ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლა
29-01-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე შეემატა. სკოლამ ჩვენი დროის გამორჩეულ ადამიანს, დიდ შემოქმედს - ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლა.

შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთულმა საღამომ, ფრთები შეასხა სკოლის მოსწავლეების წადილს შეხვედროდნენ პოეტს, რომელსაც სტკივა სამშობლო და ადამიანები! პოეტს, რომელიც სუნთქავს ლექსებით! პოეტს, რომლისთვისაც სიყვარული უზენაესია! მოესმინათ მისთვის და კითხვებიც დაესვათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო ლექსის დიდი ზეიმი: მოსწავლეების მიერ წაკითხული პოეტის ლექსები: გულში ჩამწვდომი, სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გაჟღენთილი;

ბატონი ტარიელის დიალოგი აუდიტორიასთან – მისთვის დამახასიათებელი მოკრძალებული, მაგრამ ძარღვიანი, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული სიტყვით.

სასკოლო საზოგადოება ჩართულობისა და თანადგომისათვის მადლობას უხდის სტუმრებს:

  • ბექა ქობულაძეს–ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე;
  • მარინა მარჯანიშვილს – ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი;
  • მარინა ხარხელაურს– პოეტ ტარიელ ხარხელაურის მეუღლე;
  • ირმა ქურასბედიანს– პოეტი, მთარგმნელი, პედაგოგი;
  • ქეთი ნინუას–  ქუთაისის N24 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლის, თეკლა გაბელაშვილის, მშობელი;
  • ნინო ძნელაძეს– ქუთაისის N 24 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203