იანეულის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა განათლების საერთაშორისო დღე  ესეების პრეზენტაციით აღნიშნეს
28-01-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა განათლების საერთაშორისო დღე.

მე-6 კლასმა ეს დღე ესეების პრეზენტაციით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა საინტერესო ესეები შექმნეს, პრეზენტაციისას ისაუბრეს ცოდნის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განათლების უფლება ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი სოფიო კალანდაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203