
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თეატრში ვიზიტი არაფორმალური განათლების ნაწილია.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო მიზნით იმყოფებოდნენ თეატრში - „მოდი ნახე“ სპექტაკლზე სახელწოდებით - „უკანასკნელი თოლია“.
მე-9 კლასის დამრიგებელი ინგა ჩადუნელი გახლავთ, რომელიც მოწაფეებს არაერთ გასვლით ღონისძიებას სთავაზობს, მათ შორის აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე.
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული სოხუმის დაცემა. ასევე, ტყვედ ჩავარდნილი საქართველოსთვის გულმხურვალე პატრიოტები, როგორ ამბობდნენ უარს მტერთან თანამშრომლობაზე და სიცოცხლის ბოლო წუთამდე რჩებოდნენ სამშობლოს ერთგულნი.
რ️ოგორც სკოლა-გიმნზიაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: