დეხვირის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა „ჩაის წვეულება“ და შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობებით მდიდარი გაკვეთილი
28-01-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ, მიმართავენ საინტერესო აქტივობებს და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა - ინგა უგრეხელიძემ- მე-3 კლასში ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილი თემაზე - „ჩაის წვეულება“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნოთ ინგლისური ჩაის ისტორია, გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი და გაეუმჯობესებინათ სასაუბრო უნარ-ჩვევები, ასევე, გაეღრმავებინათ კულტურათაშორისი ცოდნა.

გაკვეთილი მრავალფეროვანი შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობით იყო მდიდარი.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისური ჩაის ისტორიის შესახებ, შექმნეს ასოციაციური რუკა, მოუსმინეს ხმოვან ტექსტს ინგლისურ ენაზე და უპასუხეს სახალისო შეკითხვებს, დადგეს მინი-სპექტაკლი, ბოლოს კი თავად მოამზადეს გემრიელი და არომატული ჩაი და გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავჯდომარე და წევრები.

ძალიან საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი ღია გაკვეთილი გამოვიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203