თბილისის N136 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
28-01-2025

თბილისის N136 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მე-4 კლასში (მათემატიკის მასწავლებელი ი.გოგიჩაშვილი) განხორციელებული პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომელიც 10.12.24-დან 20.01.25-მდე მიმდინარეობდა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებზე, პროდუქტების კალორიებსა და დღის ჯანსაღ რაციინებზე, მოამზადეს რეფერატები, ბუკლეტები და კედლის გაზეთები, პრეზენტაციის ბოლოს კი მოაწყეს გამოფენა. 

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203