
თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში გურამ ტაბატაძეს გულშემატკივრობენ, რომელმაც ჭიდაობა ძიუდოში, სალიცენზიო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
სალიცენზიო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში, 26 იანვარს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა. 2009-2010 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. N190 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გურამ ტაბატაძემ, 73 წონით კატეგორიაში დამაჯერებლად გაიმარჯვა ოთხ შეხვედრაში და მოიპოვა უფლება იასპარეზოს საქართველოს ჩემპიონატზე.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.