ცნობილია, ვინ იმუშავებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე - კომისიის წევრთა სია
02-03-2025

უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ 20 იანვარს განაცხდა, უმაღლესი განათლების ხარისხის არ არის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ „თვისებრივად გარდაიქმნება საუნივერსიტეტო სისტემა“ ცვლილებებზე მომუშავე კომისიის თავჯდომარე პრემიერ მინისტი იქნება,  მისი მოადგილე აგანათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, ხოლო კომისიის მდივნის თანამდებობას ლევან იზორია დაიკავებს, რომელიც იკავებდა სხვაადსხვა თანამდებობებს, მათ შორის იყო: თავდაცვის მინისტრი, დაზვერვის სამსახურის უფროსი გერმანიაში საქართველოს ელჩი.

შეიქმნას უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია, შემდეგი შემადგენლობით:

ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

ა.ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ა.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში – კომისიის მდივანი;

ა.დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი;

ა.ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი;

ა.ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი;

ა.ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;

ა.თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი; ა.ი) საქართველოს კულტურის მინისტრი – კომისიის წევრი;

ა.კ) საქართველოს სპორტის მინისტრი – კომისიის წევრი;

ა.ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

ა.მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

ა.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი;

ა.ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი – კომისიის წევრი;

ბ) კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს.


განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „კომისია შეიკრიბოს საჭიროებისამებრ და განიხილოს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...