
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები, ხელოვნებისა და კულტურისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, სკოლის დირექტორთან და დამრიგებელთან ერთად, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს ესტუმრნენ.
ცენტრის საკონცერტო დარბაზში, თოჯინების თეატრმა გამართა სპექტაკლები - „მგელმა მგლობა მოიშალა“ და „ბატის ჭუკი“.
ნორჩი თეატრალების მიერ შესრულებულმა სპექტაკლმა სკოლის აღსაზრდელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. დღე მხიარულად და ნაყოფიერად დასრულდა.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ადმინისტრაციასა და სპექტაკლის ხელმძღვანელს - ინეზა ღვინჯილიას გულთბილი დახვედრისა და ერთი ლამაზი დღისათვის.
იხილეთ ფოტოები: