არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ დათუკიშვილი საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა 
28-01-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე  თამარ დათუკიშვილი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლე კომპიუტერით დასაჩუქრდა. 

პორტაბელური კომპიუტერები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 30 წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთა შორისაა თამარ დათუკიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა - ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ - ნუგზარ პაპიაშვილმა და ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - მაკა ჯანაშვილმა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადასცეს.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სასიხარულოა, რომ ნიჭიერი, განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდას სწავლაში მიღწეული წარმატება უფასდება.

ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ საფეხურზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203