გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალა.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, შესარულეს მუსიკალური ნომრები და მასწავლებლებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის ნათელი მაგალითია საახალწლო ღონისძიებაც.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: