ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდულ კონკურსში გაიმარჯვეს 
27-01-2025

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აქტიურად ერთვებიან საინტერესო და შემეცნებით ინიციატივებში.

2024 წლის სამოქალაქო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენიას“ ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებული გუნდშიც, სწორედ ტყიბულის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები - ბარბარე გვენეტაძე და სალი ცერცვაძე ირიცხებიან. 

მათ, გუნდის სხვა წევრებთან და გუნდის ლიდერთან, კურატორ მასწავლებელ ნათია არაბიძესთან ერთად მოამზადეს შთამბეჭდავი ვიდეორგოლი ვეტერან მეშახტესთან დაკავშირებით, რომელმაც ორგანიზატორების დიდი აღიარება და მოწონება დაიმსახურა.

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცა ნოუთბუქი და სამახსოვრო სიგელები.

კონკურსი ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

ტყიბულის N2 საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და მის ლიდერს ამ დიდ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203