
თბილისის N190 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, რომლებიც პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით საგანმანათლებლო ინიციატივებში ერთვებიან და თავიანთ უნარებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
მათ შორისაა მე-6³ კლასის მოსწავლემ ილია ასლანიშვილი.
ილიამ სამოყვარულო ჭადრაკში, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა, მიუხედავად დიდი კონკურენციის მან თავისი შესაძლებლობების წარმატებით წარმოჩენა შეძლო და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ძლიერი მხარეების წარმოჩენას და მათ წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსში.