ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო I სემესტრის მიწურულს სკოლაში გამართული საახალწლო ღონისძიება. აღნიშნულ დღეს სასკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად, სადღესასწაულოდ მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
„მზე ჩაიტიეს თვალებში და ჩვენც გაგვათბეს! თოვა აამღერეს და ფიფქები ჰანგებად გადმოგვაფანტეს!როკვაო და ალები შემოგვანათეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.